მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი იყო ყველაზე მოსმენადი სიმღერა 2023 წლის შობის დღესასწაულზე?

საშობაო სიმღერები სპოტიფაიზე

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს აუდიო სტრიმინგსერვის სპოტიფაის, ყოველთვიურად ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს, შესაბამისად აპლიკაციაზე დაკვირვებით შესაძლებელია სხვადასხვა კვლევების წარმოება.

სოციალურ პლატფორმა X-ზე არსებული გვერდი “Spotify Daily Data” 2018 წლიდან სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ყოველდღიურად მომხმარებელს სხვადასხვა სტატისტიკას სთავაზობს. იქნება ეს აპლიკაციაში მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე ხშირად მოსმენილი მუსიკის ჟანრის შესახებ რიცხვებით აგებული ინფორმაცია თუ იგივე მეთოდით, მსგავსად შედგენილი სია შემსრულებლების შესახებ.

ამ გვერდზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 დეკემბერს მსოფლიოში სპოტიფაის მომხმარებელთა უმრავლესობა - 23,7 მილიონი ადამიანი მერაია კერის “All I want for christmas is you-ს” უსმენდა.
ეს კომპოზიცია საშობაო-საახალწლო დღესასწაულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტია. აღსანიშნავია, რომ სიმღერა კერის მიერ 1994 წელს გამოშვებულ, რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში, „Merry Christmas“-ში შევიდა, რომელიც, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, საშობაო თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2021 წელს პოპულარულმა გამოცემა Billboard-მა დათვალა და კონკრეტულად ამ სიმღერის ონლაინ თუ ფიზიკურმა გაყიდვებმა ჯამში ამერიკელ მომღერალს 6,5 მილიონი დოლარი მოუტანა.

მერაია კერის კი ბრიტანული პოპ ჯგუფ Wham-ის ლეგენდარული სიმღერა “Last christmas” მოჰყვება 21,86 მილიონი მოსმენით. 1984 წელს გამოშვებული ჰიტი თავდაპირველად ბრიტანული ჩარტებში მეორე ადგილზე მოექცა და პირველ ადგილს მხოლოდ გამოსვლიდან 37 წლის შემდეგ 2021 წლის შობას მიაღწია. ჯორჯ მაიკლის უბერებელი კომპოზიცია დიდ ბრიტანეთშიც და მთელ მსოფლიოშიც ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი სიმღერაა ახალი წლის პერიოდში.

მთლიანობაში კი “Spotify Daily Data-ს” დაკვირვებით შედგენილი 2023 წლის შობის დღეს ყველაზე მოსმენადი სიმღერების ათეული ასე გამოიყურება:

10. Jingle Bell Rock - 15,9 მილიონი მოსმენა
9. Seven - 16 მილიონი მოსმენა
8. As It Was - 16,1 მილიონი მოსმენა
7. Lavender Haze - 16,4 მილიონი მოსმენა
6. Anti-Hero - 17,4 მილიონი მოსმენა
5. Flowers - 18,4 მილიონი მოსმენა
4. Rockin’ Around The Christmas Tree - 19 მილიონი მოსმენა
3. Easy On Me - 19,7 მილიონი მოსმენა
2. Last Christmas - 21,9 მილიონი მოსმენა
1. All I Want For Christmas Is You - 23,7 მილიონი მოსმენა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები