მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

­­­­რომელი კომპანია გვაწვდის რეგულაციების შესაბამის სამედიცინო პროდუქციას?

4ჰოსპიტალს
12.10.24 08:51
206

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მუდმივად იცვლება რეგულაციები, რომლის შესაბამისადაც, ყველა ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, რომ შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს.

სამედიცინო მიმართულებით ოპერირებად ყველა კომპანიას სჭირდება მაქსიმალური მოქნილობა და მუდმივი მზაობა, რომ ფეხი აუწყოს ჯანდაცვის ცვლილებებს და დაიცვას ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები.

შესაბამისად, საჭიროა ვიცოდეთ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც გვაწვდიან რეგულაციების შესაბამის სამედიცინო პროდუქციას, გამოირჩევიან სანდოობით, უწყვეტი და დროული მიწოდებით და შეგვიძლია სრულად მივანდოთ ცვლილებები ჩვენს კლინიკებში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, ვინც მონაწილეობას იღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვს ვალდებულება გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია.

ამ დადგენილების შესაბამისად, 4Hospitals, რომელიც წამყვანი სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანიაა ქართულ სამედიცინო ბაზარზე, გთავაზობთ რეგულაციის შესაბამისად მოთხოვნილ სამედიცინო აპარატურასა და ავეჯს.

4Hospitals 2014 წლიდან ახორციელებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების მიწოდებას 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებისთვის, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4ჰოსპიტალსს ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უკავია.

მისი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი კი ნაწილდება შემდეგ ძირითად მიმართულებებში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ 4ჰოსპიტალსის განახლებულ შოუ-რუმში, სადაც იმიტირებულ პალატებსა და საოპერაციო სივრცეებში სიზუსტით განლაგებული პროდუქცია შესაძლებლობას გაძლევთ უკეთ გაეცნოთ სამედიცინო მოწყობილობების სპეციფიკაციას და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

4Hospitals - ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ მისამართზე: ლუბლიანას #28

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები