მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები ფლობენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს - სრული სია

630dfec7b7ca7
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.22 16:11
3841
2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სტატუსს სულ 57 კომპანია ფლობს. მათი უმეტესობა IT სერვისების მიწოდებით არის დაკავებული.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ფირმების სია:

შპს TERO MARITIME AGENCY
შპს დეველოპერს ალიანსი
შპს ფლეთ როქ თექნოლოჯი
შპს ექსადელ საქართველო
შპს ჯითი
შპს ვოიდა
შპს სოფტგენი
შპს აიტექარტ
შპს აითრანზიშნ სოფთვეარ ჯორჯია
შპს ნუგა დეველოფმენთ გე
შპს აკველონ-ჯორჯია
შპს ვებიზ ინტერნეიშენელი
შპს ფლეშგრიდ ჯორჯია
შპს ჰეფი ბეთ
შპს რედბერი ინთერნეიშენალ
შპს სვიფტ
შპს აზრი გლობალ
შპს Integration Point Georgia
შპს EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა, EMCoS
aMind Georgia the Branch of aMind Solutions LLC
შპს ოპტიმე
შპს ომედია დეველოპმენტი
შპს აი ქიუ სოფტი
შპს დატაარტ ჯორჯია
შპს ქიუსოფტ
შპს აიტი ჰაბ ტვინო
შპს მერკელეონ ჯორჯია
შპს ალესოფტ
შპს გლაიდ
შპს პულსარი
შპს იუ ჯი თი ინთელიჯენთ სოფთვეა სოლუშენს
შპს ინფლოტ ჯორჯია
შპს აპიდეა
შპს ფინა
შპს შეარმაკ ტექჰაბ
შპს ვიჟინერი ინსტიტუტი
შპს აიბიეი აიტი ჯორჯია
შპს ეიჩ აი ქიუ ოუ სოლუშენს ჯორჯია
შპს სააგენტო გეგიძე
შპს სოლვევა საქართველო
შპს მრკტ.კომ
შპს ჯორჯიან სერვის გრუპი-2007
შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
შპს სმარტ ჰაბ
შპს არკას ჯორჯია
შპს სპრაიბ ინთერნეშენალი
შპს სინგულარ ჯგუფი
შპს ემ-ეს-სი ჯორჯია
შპს ტულაკო ჯორჯია
შპს ექზაქტპრო სისტემს ჯორჯია
შპს თიმ აფ სერვისის
შპს ოლმაით
შპს ოზორიქსი
შპს გეო ტელემედიცინე
შპს გოდელ ტექნოლოჯის
შპს ინნოვექს ჯორჯია
შპს ვაიბერ ჯიეი

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:

• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები