საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ITB Berlin-ის გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. ინფორმაციას თავად ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმანიაში, ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კერძო სექტორიდან 20-მდე კომპანია მონაწილეობს. ესენია: ჯინო სისაიდ თბილისი, თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი უინდჰემ, პრომეთეა ვოიაჟი, ომნესტური, სილქ ჰოსფითალითი, სასტუმრო ბილტმორ თბილისი, ლივინგ რუთსი, ვაიმე თრეველი ჯორჯია, კავკაზუს თრველი, ვიზიტ ჯორჯია, სასტუმრო ორბი სითი, ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი, გეორგიკა თრეველი, ჯორჯია ინსაითი, ჯორჯიან კაპიტალი, ჯორჯიან ინსაიდერი, ჯორჯიან თრეველ გრუპი, ეგზოტური და მით ინ ჯორჯია.
„ჩვენ 3 დღის განმავლობაში მაღალი რანგის შეხვედრები, როგორც პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო მედიასთან და ციფრულ პლატფორმებთან, რომ საქართველოს ცნობადობის გაზრდა მოვახერხოთ“- აცხადებს მაია ომიაძე.
ცნობისთვის, წლევანდელ ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.