მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები შეასრულებენ ქუთაისის შემოვლითი გზის მოდერნიზაციის პროექტს?

5c17e841033ab
თამუნა დემეტრაშვილი
18.12.18 09:33
1341
ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

4 ლოტიდან - სამი კომპანია ,,ბლექ სი გრუპმა“ მოიგო, ერთი კი, აზერბაიჯანულმა კომპანია "სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდმა".

ჯამში, საავტომობილო გზის ოთხივე მონაკვეთის მოდერნიზაციაზე 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, საიდანაც ,,ბლექ სი გრუპზე“ 154 მილიონამდე მოდის, აზერბაიჯანულ კომპანიაზე კი - 46 მილიონზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო კონკურენციის შედეგად, სამუშაოებზე გასაწევი ხარჯი საავტომობილო გზების დეპარტამენტს თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, 4,3 მილიონი ლარით შეუმცირდა.

გამარჯვებულმა კომპანიებმა საავტომობილო გზის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 22 თვეში უნდა დაასრულონ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები