მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი კომპანიების აქციები გაიზარდა/შემცირდა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე?

622732b004c78
გიორგი თოლორდავა
08.03.22 15:20
2640

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა გლობალური ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორთან ერთად, ამერიკულ საფონდო ბირჟებზეც ნეგატიურად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატების დასაქმების სტატისტიკამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ეკონომისტების მოლოდინებს და ნავარაუდევი 400 000-ის ნაცვლად, 678 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საფონდო ბირჟებზე აქციების დიდი ნაწილი მაინც შემცირდა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, ინვესტორები ნეგატიურად არიან განწყობილნი იმ ფაქტის მიმართ, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს და არსებულზე ძლიერი გავლენა მოახდინოს მსოფლიო ბირჟებსა და ეკონომიკაზე.

მას შემდეგ, რაც აშშ-ში აქტიურად დაიწყეს რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების განხილვა, ნავთობის ფასმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 130 დოლარს გადასცდა, ოქროს ფასი კი 2 000 დოლარამდე გაიზარდა. ენერგოპორდუქტებისა და ძვირფასი ლითონების გაძვირების პარალელურად, წამყვანი ინდექსების ფასები შემცირდა. გასულ კვირას “S&P 500”-ისა და “Dow Jones”-ის ღირებულება, დაახლოებით, 1.3%-ით შემცირდა, ხოლო “NASDAQ”-ი 2.8%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.

მიუხედავად ზოგადი ინდექსის ვარდნისა, “S&P 500”-ის ზოგიერთ სექტორში ზრდის ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორი (ETF: XLE) 9.25%-ით გაიზარდა; კომუნალურების სექტორი (ETF: XLU) - 4.77%-ით; უძრავი ქონების მიმართულებით (ETF: XLRE) ზრდის მაჩვენებელმა კი 1.71% შეადგინა.

გასულ კვირას განსაკუთრებით კარგი შედეგები ჰქონდათ საცალო გაყიდვების კომპანიებს. ინვესტორთა ყურადღება მიიპყრო კომპანია “Kroger”-მა, რომლის გაყიდვები IV კვარტალში 2019 წელთან შედარებით 14.6%-ით გაიზარდა და კომპანიის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ 2022 წელსაც შეძლებენ ზრდის ძლიერი ტემპის შენარჩუნებას. აღნიშნული ინფორმაცია ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და გასულ კვირას “Kroger”-ის აქციები თითქმის 25%-ით გაიზარდა.

ინვესტორთათვის საინტერესო იყო “Target”-ის კვარტალური შედეგების პრეზენტაციაც, კომპანიამ შეძლო წინა წელთან შედარებით გაყიდვების 9%-ით გაზრდა, რამაც საფონდო ბირჟაზე “Target”-ის აქციების თითქმის 12%-ით ზრდა გამოიწვია. 10%-ით გაიზარდა საცალო ვაჭრობის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენლის, “Best Buy”-ს აქციების ფასიც.

ამ კვირაში კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებენ შემდეგი კომპანიები:

8 მარტი: Dick's Sporting Goods (DKS), MongoDB (MDB), Petco Health and Wellness (WOOF), Bumble Inc (BMBL), Casey's General Stores (CASY) დაStitch Fix (SFIX).

9 მარტი: Asana Inc (ASAN), United Natural Foods (UNFI), REV GRoup (REVG) და Crowdstrike (CRWD).

10 მარტი: JD.com (JD), Oracle (ORCL), Docusign (DOCU) და Rivian Automotive (RIVN).

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციით და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები