მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი მედიკამენეტების შეძენა შეუძლია მომხმარებელს "ფარმადეპოში" 1 ლარად?

606c547388fc8
ნუცა ბაზლიძე
07.04.21 00:10
1778
„მედიკამენტები 1 ლარად“ „ფარმადეპოს“ სოციალური პროექტია, რომელიც გასულ წელს, პანდემიის ფონზე დაიწყო. დროთა განმავლობაში, სია გაფართოვდა და ამ ეტაპზე, პროექტი რვა მედიკამენტის სიმბოლურ ფასად შეძენის საშუალებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, სიაში ხვდება: "კაპტოპრილი", "ბისოპროლოლი", "ამროდიპინი", "C ვიტამინი", "ცეფრტიაქსონი", "სპირონოლაქტონი", "ლამოტრიჯინი" და "ციპროფლოქსაცინის" თვალის წვეთები. მოიაზრება, რომ სამომავლოდ, პროექტი კიდევ გაფართოვდება. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში" "ფარმადეპოს" ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა ისაუბრა. 

როგორც ის განმარტავს, პროექტით სარგებლობას არ სჭირდება წინაპირობა ან დამატებითი საბუთი. 

ქეთი კოზმანაშვილი გადაცემაში საუბრისას საფასო პოლიტიკის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ შორის, ლარის კურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, ფასების შენარჩუნება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. 

„მაქსიმალურად ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას. ამას დიდი შრომა და ენერგიის ხარჯვა სჭირდება. სოციალურ პროექტებზეც იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს არის ერთგვარი დამაბალანსებელი იმ რეალობისა, რომ ზოგადად, გაძვირების ტენდენციაა“, - აღნიშნავს ქეთი კოზმანაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები