სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა - "ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს."
პარტიების სია, რომლებიც პრეზიდენტის ქარტიას შეუერთდნენ ასეთია:
- პარტია "ახალი"
- "ევროპული საქართველო"
- "ლელო"
- "გირჩი - მეტი თავისუფლება"
- "დროა"
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
- "სტრატეგია აღმაშენებელი"
მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ ქარტია, არა საქართველოს არამედ "ლოკალური ომის ქარტიაა".
ქარტიას არ შეერთებია "გახარია საქართველოსთვის".
"გარკვეულ საკითხებზე გვაქვს კითხვები, საჭიროა კომუნიკაცია პრეზიდენტთან და შემდეგ ვიტყვით, შევუერთდებით თუ არა ქარტიას", - აცხადებენ პარტიაში.
საპარლამენტო "გირჩში" აცხადებენ, 'მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე ჩვენი ხელმოწერა არ ექნება".