მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი პროექტები ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონში? - გერმანიის ელჩი რეგიონს ეწვია

64495882024a8
BM.GE
26.04.23 21:00
714
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი პირველად ესტუმრა.

ელჩს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, kfw-ს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მათ შორისაა რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ასევე მიმდინარეობს ნარჩენების შეგროვების სპეციალური მანქანებისა და კონტეინერების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის.

„დღეს გერმანიის ელჩს ვუმასპინძლეთ, ეს ელჩის პირველი ვიზიტია ჩვენს რეგიონში. საელჩოსთან ერთად ამ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. გამოვყოფდი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, რომლის დახმარებითაც ჩვენს რეგიონში თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი მოეწყობა. ამავე ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩვენს მუნიციპალიტეტებს გადასცა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანები.

გასულ კვირას უკვე მივიღეთ 11 ახალი მანქანა, მანამდე კი სხვადასხვა ზომის კონტეინერები გადაეცათ მუნიციპალიტეტებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სეპარირების კუთხითაც და პროექტის ფარგლებში ზუგდიდის გადაეცა მუყაოსა და ქაღალდის სეპარირების სპეციალური ტექნიკა. საელჩოსთან თანამშრომლობა უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამ საკითხებზე დღეს გამართულ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

თავის მხრივ ელჩმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრა. ზუგდიდის მერმა კი იმ პრიორიტეტულ პროექტებს გაუსვა ხაზი სადაც საელჩოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები