ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყოველწლიურად მოთხოვნად პროფესიებს სწავლობს.
როგორც დარგობრივი ეკონომიკოს პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსავლისას ბარკალაიამ თქვა, მოთხოვნადი პროფესიები ბოლო წლებში არ შეცვლილა.
“ყოველწლიურად დასაქმების სააგენტო მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირებას ახდენს, სანამ მომზადება-გადამზადების პროგრამების ჩამონათვალს გადაწყვეტს. სააგენტოს ვაკანსიებს აანალიზებს და მინდა გითხარათ, რომ ბოლო წლებში მოთხოვნადი პროფესიები ძირითადად არ იცვლება. მოთხოვნადია მომსახურების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამშენებლო სფერო. კერძოდ, მოთხოვნადია ძირითად პროფესიული განათლება. IT სფერო, თავისთავად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოთხოვნად სფეროდ რჩება. ეს არის ჩვენი სამიზნე და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ”,-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.