კომპანია Knight Frank-ის ექსპერტებმა ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგში 5 ქალაქი მოხვდა, რომელიც უახლოეს წლებში ინვესტორების მხრიდან დიდ ინტერესს დაიმსახურებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება ამ ქალაქებში უძრავი ქონების შეძენით. ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას ისეთ ფაქტორებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორებიცაა ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების ხარისხი, ინფრაქტრუქტურა და ინოვაცია.
ბოსტონი იმ ქალაქებიდან ერთ-ერთია, რომელსაც საერთაშორისო ექპერტები მომავალ სილიკონ ველად მიიჩნევენ. ქალაქი ნიუ იორკთან და სანფრაცისკოსთან შედარებით დაფინანსების მიმართულებით ბიზნესებს ბევრად მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს. 2015 წლიდან 2017-წლამდე ბოსტონმა 24.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ვენჩურული ინვესტიციების მოზიდვა შეძლო, რითაც მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა. ბოსტონს ტალანტების მოზიდვის მიმართულებითაც დიდი პოტენციალი აქვს, რაშიც ქალაქში არსებული ორი ცნობილი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერისტეტი და ჰარვარდი ეხმარება.
მეოთხე ადგილს დიდი ბრიტანეთი, კერძოდ, კემბრიჯი იკავებს. 2017 წელს ქალაქში არსებული მაღალტექნოლოგიური კომპანიების ბრუნვამ 2,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ცნობილი კემბრიჯის უნიერსიტეტის მეშვეობით ქალაქი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნიჭიერი ადამიანების მოზიდვას ახერხებს. კემბრიჯში ისეთ გიგანტ კომპანიებს შეხვდებით, როგორებიცაა APPLE, Microsoft და Amazon. იმის გათვალისწინებთ, რომ კემბრიჯი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, ქალაქის მმართველობა 2031 წლისთვის ადგილზე დამატებით 14 000 ახალი საცხვორებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამასთან, იგეგმება დამატებით ინვესტიციების განხორციელება ინფრსტრუქტურის მიმართულებითაც, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
რეიტინგში სახელდება სტოკჰოლმიც, რომელიც 2017 წელს ევროპულმა კომისიამ ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ქალაქად აღიარა. სტოკჰოლმი მრავალი ტრანსნაციონალური კომპანიის დედაქალაქია. ისეთების როგორიცაა თუნდაც Spotify. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალაქში მომუშავეთა რიცხვი 8%-ით გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზებით კი ეს რიცხვი მომდევნო 5 წლის განმავლოაბაში კიდევ 7%-ით გაიზრდება.
საერთო რეიტინგში მეორე ადგილზე ჩინეთის ქალაქი ჰანჩჟოუ მოხვდა. Oxford Economics-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში სატრანსპორტო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მიმართულებებმა დიდი ზრდა აჩვენა. ამ მიმართულებებს კი კიდევ 45%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ. ამ ეტაპზე ჰანჩჟოუში 26 კომპანიაა განლაგებული, რომელთა საბაზრო ღირებულება 1 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტია. სწორედ აქ დაარსდა კომპანია Alibaba.
რეიტინგის ლიდერად კი ინდოეთის ქალაქი ბანგალორი სახელდება. ინდოეთის ქალაქების შესაძლებლობებს ხშირად მუმბაის წარმატება ფარავს. თუმცა, როგორც Knight Frank-ის ექსპერტები ამბობენ, ამ სტერეოტიპის დამსხვრევას სწორედ ბანგალორი შეძლებს. მომდევნო 5 წლის განმავლოაბში ბანგალორის მთლიანი რეგიონული პროდუქტი 60%-ით გაიზრდება. ქალაქის მიმართ ინტერესი მზარდია, რაზეც ბანგალორში არსებული 400-მდე ტრანსნაციონალური კომპანიის, ისეთების როგორებიცაა Microsoft, Hitachi, Samsung ოფისების გახსნა მეტყველებს.

























