ყველაზე საფრთხის შემცველ ქალაქებად უმეტესად ლათინური ამერიკის ქალაქები სახელდება.
რეიტინგი, რომელსაც გამოცემა BusinessInsider აქვეყნებს, 50 დასახლებას აერთიანებს, საიდანაც 42 სწორედ ლათინურ ამერიკაზე მოდის. აქედან 17 ბრაზილიური ქალაქია, 12 მექსიკა, ხოლო დარჩენილი 5 ვენესუელას ქალაქებია. ჩამოთვლილ რეგიონებში განსაკუთრებით მაღალია ნარკოტიკებით ვაჭრობის და კრიმინალის დონე. ამ ქალაქებში დაუცველობის ხარისხს პოლიტიკური არასტაბილურობა, სიღარიბე და სავალალო ეკონომიკური სიტუაციაც ემატება. მძვინვარებს კორუფცია, სადაც თანამდებობის პირების სამართალდარღვევათა რიცხვი და დაუსჯელობა კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.
რეიტინგში მოხვდა ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 300,000 აჭარბებს, თუმცა რეიტინგში ვერ მოხვდა ის ქალაქები, სადაც საბრძოლო ვითარებაა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია.
სახიფათო ქალაქების ათეული ასეთია:
ლოს კაბოსი, მექსიკა - 111.33 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
კარაკასი, ვენესუელა - 111.19 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
აკაპულკო, მექსიკა - 106.63 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
ნეტალი, ბრაზილია - 102.56 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
ტიხუანა, მექსიკა - 100.77 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
ლა პაზი, მექსიკა - 84.79 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
ფორტა ლეზა, ბრაზილია - 83.48 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
სიუდადი ვიქტორია, მექსიკა - 83.32 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
სიუდადი გუიანა, ვენესუელა - 80.28 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე
ბელემი ბრაზილია - 71.38 მკვლელობა 100,000 მოსახლეზე