მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ელექტრობატარეებს?

ბატარეა

ელექტრომობილების და განახლებადი ენერგიის განვითარებასთან ერთად, ელექტრობატარეებზე მოთხოვნა გლობალურად სწრაფად იზრდება. ამ ტენდენციის ფონზე, რამდენიმე ქვეყანა ბატარეების წარმოების გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბდა, მათ შორისაა:

1. ჩინეთი

ჩინეთი ელექტრობატარეების წარმოების უდავო ლიდერია, რომელიც გლობალური მიწოდების დაახლოებით 60–70%-ს უზრუნველყოფს. ქვეყანაში მოქმედებს მსოფლიოში უმსხვილესი ბატარეების მწარმოებელი კომპანია CATL, რომელსაც ბაზრის 37%-ზე მეტი წილი ეკუთვნის. ჩინეთში ასევე ფუნქციონირებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: BYD, CALB და SVOLT, რომლებიც აქტიურად ქმნიან როგორც ლითიუმ-იონის, ასევე სხვა შემადგენლობის ბატარეებს.

2. გერმანია

გერმანია საკმაოდ სწრაფად ვითარდება ელექტრობატარეების წარმოების სფეროში და უკვე მეორე ადგილს იკავებს ევროპის რეგიონში. ქვეყანაში ფუნქციონირებს Tesla-ს Giga Berlin ქარხანა და Volkswagen-ის მრავალმილიონიანი საწარმო. ქვეყანაში წლიური წარმოების მოცულობა უკვე აღემატება 160 GWh-ს.

3. აშშ

აშშ ბოლო წლებში დიდ ინვესტიციას ახორციელებს ბატარეების წარმოების სფეროში. Tesla და LG Energy, ასევე სხვა საწარმოები წლიურად დაახლოებით 120 GWh-ს აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ წილი ბაზარზე ჩინეთთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია, ქვეყანა აგრძელებს წარმოების გაფართოებას და წარმოების ლოკალიზაციას, რასაც ხელს უწყობს ტრამპის America First პოლიტიკა.

4. სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა ასევე ლიდერია ბატარეების წარმოებაში. კორეული უმსხვილესი კომპანიები – LG Energy, SK On და Samsung SDI – გლობალურად უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან ელექტრობატარეების ბაზარზე. მათ ერთობლივად დაახლოებით 90–100 GWh-ს წლიური საწარმოო სიმძლავრე აქვთ, რაც კორეას გლობალურ რეიტინგში მე-4 ადგილზე აყენებს.

5. იაპონია

იაპონიამ, Panasonic-ისა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების დახმარებით, დიდხანს ითამაშა წამყვანი როლი ბატარეების წარმოების ინდუსტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კონკურენცია გაძლიერდა, ქვეყანა ინარჩუნებს სტრატეგიულ პოზიციებს და ამჟამად ინოვაციური ბატარეების განვითარებაზე მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია უფრო მეტად საყოფაცხოვრებო და ყოველდღიურ სექტორზეა ორიენტირებული, ვიდრე ჩინეთი, რომლის მთავარი ფოკუსი ელექტრომობილებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები