მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ კაზინოებზე მოთხოვნა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, თუმცა პანდემია გემბლინგისთვის ნამდვილი კატალიზატორი აღმოჩნდა, რომელმაც აზარტულ თამაშებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
2021 წელს ონლაინ გემბლინგის საერთო ბრუნვამ მსოფლიოს მასშტაბით 102 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ონლაინ კაზინოები ფიზიკურ სამორინეებს წარმატებით ანაცვლებენ.
რაც შეეხება შემოსავლებს, გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, რომელმაც ერთ წელში 12.5 მილიარდი დოლარის შემოსავლის გენერირება შეძლო. 10.9 მილიარდი დოლარით მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს; მესამე ადგილზე კი ავსტრალიაა, რომელმაც ერთ წელში ონლაინ გემბლინგით 6.5 მილიარდი დოლარი მიიღო.
გთავაზობთ გლობალურ რეიტინგს ონლაინ გემბლინგით მიღებული შემოსავლების მიხედვით:
1. დიდი ბრიტანეთი - $12.5 მლრდ
2. აშშ - $10.9 მლრდ
3. ავსტრალია - $6.5 მლრდ
4. იტალია - $4.5 მლრდ
5. საფრანგეთი - $3.8 მლრდ
6. გერმანია - $3.6 მლრდ
7. კანადა - $2.5 მლრდ
8. შვედეთი - $2.1 მლრდ
9. ესპანეთი - $1.6 მლრდ
10. საბერძნეთი - $1.3 მლრდ