მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნები იქნებიან 2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის ლიდერები?

5c360d47b20fa
ლევან თაღიაშვილი
09.01.19 21:00
1376
Bloomberg 2030 წლის პროგნოზს აქვეყნებს, რომლის თანახმად, TOP-10 ეკონომიკის მქონე ქვეყნის სია რადიკალურად იცვლება.

გამოცემა წერს, რომ პირველ ადგილს ჩინეთი დაიკავებს, აშშ კი, მესამე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

GDP PPP მიხედვით საბოლოო ათეული კი, ასე გამოიყურება (ტრილიონებში):

1) ჩინეთი - $64.2
2) ინდოეთი - $46.3
3) აშშ - $31
4) ინდონეზია $10.1
5) თურქეთი - $9.1
6) ბრაზილია - $8.6
7) ეგვიპტე - $8.2
8) რუსეთი - $7.9
9) იაპონია - $7.2
10) გერმანია - $6.9

Bloomberg წერს, რომ ჩინეთი პირველ პოზიციას, დაახლოებით, მომდევნო 10 წელიწადში დაიკავებს. დაახლოებით, ამ პერიოდში ჩაანაცვლებს ინდოეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-2 პოზიციაზე.

გამოცემის პროგნოზით, სამხრეთ აზიის ქვეყნების ზრდა 2020 წლისთვის დაახლოებით, 7.8%-მდე გაიზრდება, ჩინეთის კი, 2030 წელს 5%-მდე დაკორექტირდება. 2018 წელს გლობალურ ეკონომიკაში აზიის წილი 28%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 2010 წელს 20% იყო; Bloomberg-ის პროგნოზითვე, 2030 წელს მისი წილი გლობალურ მშპ-ში 35% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები