რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო წლების და შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელმაც გავლენა გლობალური ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სფეროზე იქონია.
ამას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიც დაემატა, რომელმაც რეგიონში ვითარება არსებითად შეცვალა.
ერთი ინდუსტრია, რომელიც ომის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - გლობალური სამხედრო ინდუსტრიაა, რომელიც მოიაზრებს, როგორც სამხედრო სისტემებისა და იარაღის წარმოებას, ასევე ჯარისკაცების რაოდენობისა და სახელმწიფო სამხედრო ბიუჯეტების გაზრდას.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დათვლებით, გასულ წელს გლობალური სამხედრო დანახარჯები 10%-ით გაიზარდა და რეკორდული 2 ტრილიონ 880 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც უდიდესი ზრდაა, რომელიც 2010 წლის შემდეგ დაფიქსირდა.
სამხედრო ბიუჯეტების მოცულობამ განსაკუთრებით მკვეთრად ევროპაში იმატა, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13% იყო. ამასთან, სამხედრო ბიუჯეტი კიდევ უფრო მკვეთრად მოაბილიზეს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა - პოლონეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ.
ქვეყნები ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტით:
1) აშშ - $954 მლრდ
2) ჩინეთი - $336 მლრდ
3) რუსეთი - $190 მლრდ
4) გერმანია - $114 მლრდ
5) ინდოეთი - $92 მლრდ
6) ბრიტანეთი - $89 მლრდ
7) უკრაინა - $84 მლრდ
8) საუდის არაბეთი - $83 მლრდ
9) საფრანგეთი - $68 მლრდ
10) იაპონია - $62 მლრდ




























