მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ფოლადის წარმოებაში?

ფოლადი

World Steel Association-ის მონაცემებით, 2025 წელს ნედლი ფოლადის გლობალურმა წარმოებამ სულ 1 849 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც 961 მილიონი ტონა მხოლოდ ჩინეთზე მოდის. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი მსოფლიო გამოშვების 52%-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთმა რეიტინგში მომდევნო 12 უმსხვილეს ქვეყანაზე მეტი ფოლადი აწარმოვა.

ექსპერტთა შეფასებით, ქვეყნის ლიდერობას მისი მასშტაბური შიდა სამშენებლო სექტორი, საექსპორტო წარმოების ბაზა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ინდუსტრიული სიმძლავრეები განაპირობებს.

რაც შეეხება რეიტინგის სხვა წევრებს, მეორე პოზიციას 164.9 მილიონი ტონით, ანუ გლობალური ბაზრის 8.9%-ით ინდოეთი იკავებს. ქვეყანამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფოლადის წარმოების სიმძლავრეები ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარების ფონზე სტაბილურად გაზარდა.

ფოლადის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ჩინეთი - 960.8 მლნ ტონა
2. ინდოეთი - 164.9 მლნ ტონა
3. აშშ - 82.1 მლნ ტონა
4. იაპონია - 80.7 მლნ ტონა
5. რუსეთი - 67.8 მლნ ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები