მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნები ლიდერობენ მონაცემთა ცენტრების რაოდენობით?

Data-ცენტრები

თანამედროვე ციფრული ეპოქის ძირითადი სიმდიდრე მონაცემებია. მათი შენახვა, დამუშავება და გადაცემა მონაცემთა ცენტრებში (Data Centers) ხორციელდება, რომლებიც გლობალური ტექნოლოგიური განვითარების ხერხემალს წარმოადგენენ. ქვეყნის ციფრული გავლენა პირდაპირ კავშირშია მის მონაცემთა ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებთან.

ამჯერად გაგაცნობთ იმ ქვეყნებს, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ მონაცემთა ცენტრების რაოდენობით, ინფრასტრუქტურითა და გლობალური გავლენით:

1. აშშ
მონაცემთა ცენტრების რაოდენობა: 5,400
გლობალური წილი: 45%

ამერიკის შეერთებული შტატები უდავო ლიდერია მონაცემთა ცენტრების რაოდენობისა და მასშტაბის მიხედვით. გლობალურ მონაცემთა შენახვისა და დამუშავების თითქმის ნახევარი სწორედ აქ ხორციელდება. უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის: Amazon, Microsoft, Nvidia, Google, Meta, Oracle – ყველა აშშ-იდან ოპერირებს და სწორედ ეს განსაზღვრავს ქვეყნის სრულ დომინაციას.

2. გერმანია
მონაცემთა ცენტრების რაოდენობა: 520

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრების ბაზარია. ფრანკფურტი წარმოადგენს კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ლოკაციას, განსაკუთრებით ფინანსური და ტექნოლოგიური მონაცემების დამუშავების მიმართულებით. მაღალი სტანდარტები და მდგრადი განვითარება ქვეყანას ტექნოლოგიურად საიმედო რეგიონად აქცევს, სადაც მონაცემებს როგორც ევროპული, ასევე ამერიკული კომპანიები ინახავენ.

3. გაერთიანებული სამეფო
მონაცემთა ცენტრების რაოდენობა: 515

ბრიტანეთი, ტრადიციულად, ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას მონაცემთა ცენტრების სექტორში, განსაკუთრებით ლონდონის დამსახურებით. ქვეყნის ისტორიული ფინანსური ბაზარი და განვითარებული cloud-ეკოსისტემა უზრუნველყოფს მაღალ მოთხოვნას და ინტენსიურ ციფრულ ტრაფიკს.

4. ჩინეთი
მონაცემთა ცენტრების რაოდენობა: 450

ჩინეთის ბაზარი შედარებით დახურულია საერთაშორისო კონკურენციისთვის, თუმცა მასიური შიდა მოთხოვნა წარმოქმნის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მონაცემთა ინფრასტრუქტურას მსოფლიოში. როგორც წესი, ჩინეთის ბაზარზე ადგილობრივი კომპანიები დომინირებენ, მათ შორისაა: Alibaba Cloud, Tencent Cloud, Huawei Cloud და Xiaomi.

5. კანადა
მონაცემთა ცენტრების რაოდენობა: 335

კანადა ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურას. ენერგორესურსების სიმრავლე, სტაბილური გარემო და კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტები ქვეყანას საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. გეოგრაფიული მდებარებიდან გამომდინარე, კანადურ Data-ცენტრებს უმეტესად ამერიკული კომპანიები იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები