მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ინტერესდებიან ქართული გასტრო-ტურებით?

BM.GE
18.01.23 09:31
302
ქვეყანაში გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი ბოლო ერთ წელში 50%-ით გაიზარდა. ძირითადი დაინტერესება კი ამერიკიდან, იაპონიიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და გერმანიიდანაა. როგორც ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეები მიიჩნევენ, ამ კუთხით ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობაა საჭირო, რაც სექტორის უცხოეთში მარკეტინგული კამპანიებით პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე შემომვლელი ტურისტების მეტ ინფორმირებას გულისხმობს. ამ აზრს ბიზნესებიც ეთანხმებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები