მსოფლიო ბედნიერების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც იმ ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, სადაც ხანდაზმულ და ახალგაზრდა მოსახლეობას შორის ბედნიერების ინდექსი ყველაზე განსხვავებულია. ანუ, იმ ქვეყნებს, სადაც ხანდაზმულები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ახალგაზრდები. ეს რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით დგინდება და ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურია, ძირითად შემთხვევაში ეკონომიკურ ფაქტორებსა და საცხოვრებელი გარემოს კეთილდღეობას ეყრდნობა.