მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნების მოქალაქეები ინახავენ ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას?

დოლარი ევრო

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეები 9.3 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, რაც წლიურად 18%-ით არის გაზრდილი. უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ფიზიკური პირების დეპოზიტების 28.5% მოდის.

ეროვნული ბანკის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებს შორის ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას კვლავ რუსეთის მოქალაქეები ინახავენ, რომლის მოცულობაც უცხოეთის რეზიდენტთა დეპოზიტების 37%-ს, ანუ 3.44 მილიარდ ლარს შეადგენს.

მეორე პოზიციას 1.02 მილიარდით ისრაელის მოქალაქეები იკავებენ, მესამეზე კი უკრაინის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 558 მილიონი ლარის დანაზოგებით.

უცხოეთის რეზიდენტების დეპოზიტების სტატისტიკა ქართულ ბანკებში 2025 წლის აპრილის მდგომარეობით

ქვეყანა დანაზოგების მოცულობა ლარებში
რუსეთი 3,442,912,530 ლარი;
ისრაელი 1,023,568,590 ლარი;
უკრაინა 558,310,140 ლარი;
აზერბაიჯანი 372,206,760 ლარი;
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 372,206,760 ლარი;
ბელარუსი 372,206,760 ლარი;
დიდი ბრიტანეთი 279,155,070 ლარი;
აშშ 186,103,380 ლარი;
მალაიზია 186,103,380 ლარი;
გერმანია 93,051,690 ლარი;
ჩინეთი 93,051,690 ლარი;
სხვა 2,047,137,180 ლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები