მისივე ინფორმაციით, ასეთი სუბიექტების უმრავლესობას ყველა დამფუძნებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰყავს.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების ნახევარზე მეტი ირანის, თურქეთის და რუსეთის მოქალაქეების მიერაა დაფუძნებული”, - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მზარდია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სამეწარმეო სუბიექტებს აფუძნებენ.

























