მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ანიჭებენ უპირატესობას ბინის დაქირავებას და არა შეძენას?

60896ea9e63da
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.21 00:14
779
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოსახლეობა სახლის შეძენას, მის დაქირავებას ამჯობინებს.

ანალიტიკური პლატფორმა ქვეყნების ჩამონათვალს Statista Global Consumer Survey-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. კვლევებმა აჩვენა, რომ შვეიცარია და გერმანია, სწორედ ის ქვეყნებია, რომელთა მოსახლეობაც უპირატესობას ბინის დაქირავებას ანიჭებს. მოსახლეობის 2/3 დაქირავებულ სახლებში ცხოვრობს.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც უპირატესობას ბინის შეძენას ანიჭებენ, ეს ჩინეთი და რუსეთია, შესაბამისად ზრდასრული მოსახლეობის 83% და 87% აცხადებს, რომ საკუთარ ბინებში ცხოვრობს.

1. შვეიცარია - 68% ქირაობს; 31% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
2. გერმანია - 64% ქირაობს; 35% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
3. საფრანგეთი - 47% ქირაობს; 50% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
4. დიდი ბრიტანეთი - 44% ქირაობს; 56% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
5. კანადა - 42% ქირაობს; 54% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
6. იაპონია - 39% ქირაობს; 61% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
7. აშშ - 37% ქირაობს; 58% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
8. იტალია - 24% ქირაობს; 71% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
9. ჩინეთი - 14% ქირაობს; 83% - საკუთარ სახლში ცხოვრობს
10. რუსეთი - 11% ქირაობს; 87% - საკუთარ სახლში ცხოვრობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები