მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ქირაობდნენ ავტომობილებს 2022 წელს? - Europcar Georgia

63c136f07cf9b
თათია კაკიაშვილი
13.01.23 18:14
498
„2022 წლის განმავლობაში 75 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს მოვემსახურეთ,“ - ამის შესახებ Europcar Georgia-ს დირექტორმა სანდრო საყვარელიძემ BMG-ს განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყნების ტოპ ათეული, საიდან ჩამოსული ვიზიტორებიც შარშან საქართველოში ავტომობილების დაქირავებით დაინტერესდნენ, ასე გამოიყურება: ნიდერლანდები, ისრაელი, საუდის არაბეთი, გერმანია და სხვა.

„კიდევ უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, გერმანია არის პირველ ადგილზე, მას მოჰყვება საუდის არაბეთი და შემდეგ ისრაელი,” - დასძინა სანდრო საყვარელიძემ.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში ავტომობილების გაქირავების ინდუსტრიაზეც მოახდინა გავლენა.

„2021 წელს ჩვენი მომხმარებლის რიცხვში, უკრაინა პირველ ადგილას იყო, ხოლო რუსეთი - მეორე ადგილს იკავებდა. შარშან ტოპ სამეულში არც უკრაინა და არც რუსეთი არ შესულა. რუსეთი ტოპ ათეულში გვხვდება, თუმცა მისი წილი დიდი აღარ არის. უფრო მეტად ევროკავშირის და აზიის ქვეყნები არიან 2022 წლის ის მნიშვნელოვანი მომხმარებელი, რომლებიც ჩვენ გვყავდა,” - განაცხადა სანდრო საყვარელიძემ.

ცნობისთვის, Europcar Georgia-ს ავტოპარკი დღეს 350-ზე მეტ ავტომობილს მოიცავს, სამომავლო გეგმებში კი ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია, Europcar Georgia სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს: ერთი - ავტომობილების გაქირავებაა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გრძელვადიანი იჯარა და სატრანსპორტო მომსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები