ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც ონლაინ გაცნობის საიტით ყველაზე ხშირად სარგებლობს.
პლატფორმა წერს, რომ ონლაინ გაცნობის საიტით ყველაზე ხშირად აშშ-ს მოსახლეობა ინტერესდება, რაც დაახლოებით 49 მილიონ ადამიანს უტოლდება (ანუ მთლიანი მოსახლეობის 14.72 პროცენტს წარმოადგენს). ონლაინ გაცნობის საიტების შემოსავლების ყველაზე დიდი წილიც სწორედ აშშ-ზე მოდის და სავარაუდოდ 2021 წლის ბოლოსთვის 674 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
მართალია აშშ მსოფლიო ლიდერია მოსახლეობას შორის ონლაინ გაცნობის საიტების პოპულარობის თვალსაზრისით, თუმცა ამერიკელებს არც ევროპის მოსახლეობა ჩამორჩება. ჩამონათვალში აშშ-ს შემდეგ ესპანეთია (12.83%), ხოლო ესპანეთს 10.18%-ით საფრანგეთი მოსდევს.
ქვეყნების რეიტინგი, რომლის მოსახლეობაც ყველაზე ხშირად სარგებლობს გაცნობის საიტებით, შემდეგნაირია:
1. აშშ - მოსახლეობის 14.7%
2. ესპანეთი - მოსახლეობის 12.83%
3. საფრანგეთი - მოსახლეობის 10.18%
4. არგენტინა - მოსახლეობის 9.53%
5. გერმანია - მოსახლეობის 8.66%
6. ჩინეთი - მოსახლეობის 5.63%
7. კოლუმბია - მოსახლეობის 5.18%
8. მექსიკა - მოსახლეობის 4.56%
9. ინდოეთი - მოსახლეობის 2.74%.
Statista-ს პროგნოზით, ონლაინ გაცნობის პლატფორმების ჯამური შემოსავალი 2021 წლის ბოლოსთვის 3.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.