მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი საგადასახადო შემოსავლები მცირდება ბიუჯეტში?

5edf6318a26b5
დავით ჯალაღონია
09.06.20 14:20
1644
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები 8 979,4 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში შემცირებულია 1 485,6 მლნ ლარით.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით:

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 2 990,0 მლნ ლარით (მცირდება 425,0 მლნ ლარით, საიდანაც 230,0 მლნ ლარზე მეტი შემცირება გამოწვეულია საგადასახადო შეღავათის დაწესებით); 

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 840.0 მლნ ლარით (მცირდება 130,0 მლნ ლარის ოდენობით);

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 754,4 (მცირდება 643,9 მლნ ლარით);

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 325,0 მლნ ლარის ოდენობით (მცირდება 75,0 მლნ ლარით);

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 70.0 მლნ ლარით (მცირდება 10,0 მლნ ლარით);
 
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ნულდება (განსაზღვრული იყო 201,7 მლნ ლარი, შემცირება ძირითადად დაკავშირებულია დღგ-ს დამატებით დაბრუნებასთან).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები