"რომელი უძრავი ქონების ბაზარი უნდა მიმოვიხილოთ, გაჩერებულია ყველაფერი", - ამის შესახებ BM.GE-სთან უძრავი ქონების ასოციაციის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ნატა მოდებაძე საუბრობს.
მისი ცნობით, უძრავი ქონების ბაზარი ძალიან მგრძნობიარეა გარე და შიდა ფაქტორების, ნებისმიერი რყევის მიმართ. შესაბამისად, ამ ეტაპზე უძრავი ქონების სექტორში კრიზისული მდგომარეობაა.
„უძრავი ქონების ბაზარი ძალიან სენსიტიურია და ნებისმიერი რყევა მასზე აისახება. ეს იქნება დოლარის კურსის ცვლილება, ასევე როდესაც ქვეყანაში არის დაპირისპირება. დღეს, მთელ მსოფლიოში უძრავი ქონების სექტორში შენელებული მოძრაობები შეინიშნება, რაც მსოფლიოში ბევრ ცვლილებებს უკავშირდება. მათ შორის არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში. თუკი სადმე შეიძლებოდა, ყველგან ომია ჩვენ გარშემო, შესაბამისად ეს სექტორზეც აისახება.
ზოგადად არჩევნების და დაპირისპირებების დროს უძრავი ქონების ბაზარი ჩერდება ხოლმე. მსოფლიოშიც ყველა რაღაცას ელოდება, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ძალიან გაურკვეველი მდგომარეობაა, დაძაბულობაა და ნაკლებად სცალიათ ადამიანებს უძრავი ქონების შესასყიდად, შესაძენად, ინვესტიციებისთვის. ყველაფერი რომ დალაგდება, უძრავი ქონების ბაზარიც ისევე როგორც ყველაფერი ამოძრავდება, რადგან ეს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა“, - ნატა მოდებაძე