2025 წლის განმავლობაში მსოფლიოს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად - 40.5%-ით რუსული რუბლი გამყარდა. თუკი 1 იანვარს ერთი დოლარი 113 რუბლი ღირდა, ამჟამად ის 80 რუბლი ღირს.
ამასთან, წლის დასაწყისამდე არსებული მოლოდინის საპირისპიროდ, რაც დოლარის გამყარებას პროგნოზირებდა, აშშ დოლარი პირიქით გაუფასურდა, რაც დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სატარიფო ომს უკავშირდება. შედეგად, ევრო დოლართან მიმართებით 12.75%-ით გამყარდა. ევროსთან ერთად გამყარდა ყველა ის ვალუტაც, რომელიც ევროს გაცვლით კურსზე არის პეგირებული, როგორიცაა ბულგარული ლევი, აფრიკაში CFA და CFP ფრანკი. დოლართან მიმართებით 8.07%-ით გამყარდა ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი, 6.82%-ით გამყარდა იაპონური იენი, 2.29%-ით კი ჩინური იუანი.
ქართული ლარი კი აშშ დოლართან მიმდინარე წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით 4.46%-ით გამყარდა.
რაც შეეხება ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს - 1 იანვართან შედარებით, 65%-ით გაუფასურდა ვენესუელას ბოლივარი, 24.8% დაკარგა არგენტინის პესომ, 14% კი თურქულმა ლირამ.
აშშ დოლართან მიმართებით 2025 წლის განმავლობაში ყველაზე გამყარებული/გაუფასურებული ვალუტების რეიტინგი
| ვალუტა | გამყარება/გაუფასურება დოლართან |
| რუსული რუბლი | 40.45% |
| განის სედი | 23.96% |
| უნგრული ფორინტი | 17.75% |
| შვედური კრონა | 17.50% |
| ჩეხური კრონა | 16.58% |
| ტაჯიკური სომონი | 14.51% |
| ნორვეგიული კრონა | 13.60% |
| ბრაზილიური რეალი | 13.59% |
| პოლონური ზლოტი | 13.54% |
| ისლანდიური კრონა | 13.43% |
| სერბული დინარი | 12.90% |
| შვეიცარიული ფრანკი | 12.75% |
| ბულგარული ლევი | 12.75% |
| ბოსნია-ჰერცეგოვინის კონვერტირებადი მარკა | 12.75% |
| CFP ფრანკი | 12.75% |
| ევრო | 12.75% |
| CFA ფრანკი | 12.75% |
| ცენტრალური აფრიკის CFA ფრანკი BEAC | 12.75% |
| კომორის ფრანკი | 12.75% |
| კაბო-ვერდეს ესკუდო | 12.75% |
| დანიური კრონა | 12.62% |
| მაკედონიური დენარი | 12.57% |
| მაროკოს დირჰემი | 12.26% |
| საო-ტომეს დობრა | 12.14% |
| მექსიკური პესო | 11.95% |
| ალბანური ლეკი | 10.95% |
| რუმინული ლეი | 10.86% |
| ტუნისური დინარი | 10.81% |
| მოლდავური ლეი | 10.80% |
| კოლუმბიური პესო | 9.79% |
| ურუგვაული პესო | 9.31% |
| ისრაელის შეკელი | 8.50% |
| პარაგვაული გუარანი | 8.29% |
| ბრიტანული ფუნტი | 8.07% |
| გიბრალტარის ფუნტი | 8.07% |
| ფოლკლენდის კუნძულების ფუნტი | 8.07% |
| სენტ-ელენეს ფუნტი | 8.07% |
| ჯერსის ფუნტი | 8.07% |
| გერნსის ფუნტი | 8.07% |
| მენის კუნძულის ფუნტი | 8.07% |
| სამხრეთ აფრიკის რენდი | 7.19% |
| ნამიბიური დოლარი | 7.19% |
| ბასოტოს ლოტი | 7.19% |
| სვაზინის ლილანგენი | 7.19% |
| მალაგასიური არიარი | 6.99% |
| ტაივანის ახალი დოლარი | 6.96% |
| იაპონური იენა | 6.82% |
| პერუული სოლ | 6.52% |
| სინგაპურის დოლარი | 6.33% |
| ბრუნეის დოლარი | 6.33% |
| ტაილანდური ბატი | 6.21% |
| სამხრეთ კორეის ვონი | 6.01% |
| ავსტრალიური დოლარი | 5.90% |
| ტუვალუს დოლარი | 5.90% |
| მალაიზიური რინგგიტი | 5.83% |
| ახალი ზელანდიური დოლარი | 5.48% |
| სავალუტო ფონდის სპეციალური ნასესხებ უფლებები | 4.94% |
| სამოა ტალა | 4.90% |
| ალჟირის დინარი | 4.86% |
| ეგვიპტური ფუნტი | 4.71% |
| კანადური დოლარი | 4.57% |
| ქართული ლარი | 4.46% |
| იემენური რიალი | 4.02% |
| სომხური დრამი | 3.95% |
| უგანდური შილინგი | 3.86% |
| ფიჯის დოლარი | 3.37% |
| ავღანური ავღანელი | 2.96% |
| უზბეკეთის სომ | 2.94% |
| ჩილეს პესო | 2.65% |
| ჩინური იუან რენმინბი | 2.29% |
| მავრიკის რუპია | 2.18% |
| ფილიპინების პესო | 1.58% |
| ნი-ვანუატუ ვატუ | 1.37% |
| ლაო კიპი | 0.94% |
| ქუვეითის დინარი | 0.88% |
| ნიგერიელი ნაირა | 0.85% |
| გვატემალის კეცალი | 0.70% |
| უკრაინული გრივნა | 0.62% |
| კამბოჯური რიელი | 0.60% |
| კოსტა რიკის კოლონი | 0.54% |
| ბოტსვანა პულა | 0.46% |
| ბოლივიური ბოლივიანო | 0.34% |
| სომალის შილინგი | 0.28% |
| ჰაიტის გურდი | 0.26% |
| ტრინიდადური დოლარი | 0.18% |
| ბელიზის დოლარი | 0.17% |
| კენიური შილინგი | 0.17% |
| მალავიური კვაჩა | 0.15% |
| სიერა ლეონეს ლეონე | 0.14% |
| კუბის პესო | 0.14% |
| სუდანის ფუნტი | 0.11% |
| გაიანური დოლარი | 0.11% |
| ლიბანური ფუნტი | 0.08% |
| გამბიელი დალასი | 0.07% |
| ნიკარაგუა კორდობა | 0.07% |
| ერაყული დინარი | 0.05% |
| ომანის რიალი | 0.03% |
| თურქმენეთის მანატი | 0.01% |
| მავრიტანელი ოუგუია | 0.00% |
| ჩრდილოეთ კორეის ვონი | 0.00% |
| სირიული ფუნტი | 0.00% |
| აშშ დოლარი | 0.00% |
| არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰემი | 0.00% |
| საუდის არაბეთის რიალი | 0.00% |
| კატარის რიალი | 0.00% |
| იორდანიის დინარი | 0.00% |
| ბაჰრეინის დინარი | 0.00% |
| ბარბადოსური ან ბაიან დოლარი | 0.00% |
| კუბის კონვერტირებადი პესო | 0.00% |
| ბერმუდის დოლარი | 0.00% |
| პანამური ბალბოა | 0.00% |
| სალვადორული კოლონი | 0.00% |
| ბაჰამური დოლარი | 0.00% |
| არუბანი ან ჰოლანდიური გილდერი | 0.00% |
| ერითრეის ნაკფა | 0.00% |
| სებორგან ლუიჯინო | 0.00% |
| ანგოლური კვანზა | 0.00% |
| აზერბაიჯანის მანატი | 0.00% |
| ჯიბუტური ფრანკი | -0.02% |
| ბირმული კიატი | -0.02% |
| მალდივი რუფია | -0.03% |
| აღმოსავლეთ კარიბის დოლარი | -0.03% |
| მოზამბიკური მეტიკალი | -0.06% |
| სეიშელის რუპია | -0.08% |
| გვინეის ფრანკი | -0.21% |
| ჰონგ კონგის დოლარი | -0.38% |
| მაკაო პატაკა | -0.38% |
| ტონგანური პაანგა | -0.48% |
| კაიმანის დოლარი | -0.52% |
| ირანული რიალი | -0.57% |
| ყირგიზეთის სომ | -0.69% |
| ბურუნდის ფრანკი | -0.91% |
| სოლომონის კუნძულის დოლარი | -1.04% |
| ინდონეზიური რუპია | -1.09% |
| კონგოს ფრანკი | -1.62% |
| ბანგლადეშის ტაკა | -1.65% |
| პაკისტანური რუპია | -1.76% |
| იამაიკური დოლარი | -2.41% |
| ყაზახური ტენგე | -2.55% |
| ნეპალის რუპია | -2.71% |
| ინდური რუპია | -2.71% |
| ბუტანური ნგულტრუმი | -2.71% |
| დომინიკური პესო | -2.75% |
| შრი-ლანკის რუპია | -2.84% |
| ჰონდურასის ლემპირა | -2.88% |
| ბელორუსული რუბლი | -3.10% |
| ვიეტნამური დონგი | -3.34% |
| რუანდის ფრანკი | -3.92% |
| ტანზანიის შილინგი | -3.98% |
| მონღოლური ტუღრიკი | -4.56% |
| პაპუა-ახალი გვინეის კინა | -5.86% |
| სურინამის დოლარი | -6.10% |
| ლიბერიული დოლარი | -8.20% |
| ლიბიური დინარი | -8.98% |
| ეთიოპიელი ბირ | -9.82% |
| თურქული ლირა | -14.06% |
| არგენტინული პესო | -24.81% |
| ვენესუელური ბოლივარი | -64.96% |




























