მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ვოლიერები გადავა წელს ახალ ზოოპარკში?

5b2f9764195e0
BM.GE
24.06.18 17:30
1352
თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის მზია შარაშიძის ინფორმაციით, წელს ახალ ზოოპარკში კავკასიის რეგიონის ცხოველების ვოლიერის გაკეთება იგეგმება.

„ახლა ფოცხვერის ვოლიერი კეთდება და შემდეგ ჯერზე ალბათ, ფოცხვერს გადავიყვანთ. ამის შემდეგ უკვე მტაცებელი ფრინველების რამდენიმე სახეობას გადავიყვანთ და შემდეგი ჯიხვების ვოლიერი იქნება“, - განუცხადა BM.GE-ს მზია შარაშიძემ.

რაც შეეხება ახალი ზოოპარკის განვითარებისთვის თანხას, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ჯერ-ჯერობით სრული დაფინანსების მოძიება ვერ ხერხდება.

„ჩვენ ახლა მოლაპარაკებები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგალითად, გერმანიის მთავრობამ პირველი ორი ვოლიერის მშენებლობა დააფინანსა და გარდა ამისა, საგანმანათლებლო-სათამაშო მოედანი გაგვიკეთეს. რთული სათქმელია, როდის დასრულდება მთლიანი ზოოპარკის გადატანა. ამას 40 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება“, - აღნიშნა მზია შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზოოპარკის მშენებლობა 2015 წელს, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაიწყო, რადგან მდინარე ვერემ მოქმედი ზოოპარკის ტერიტორიის ნაწილი გაანადგურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები