მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია 2021 წლის მთავარი სიტყვა ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით?

617fe3fac075f
ნათია თაქთაქიშვილი
02.11.21 00:40
890
ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2021 წლის მთავარ სიტყვად Vax-ი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Vax-ი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ზმნის, არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის შემოკლებული ვარიანტია და ასევე გამოიყენება შემდეგი სიტყვების საწარმოებლად double-vaxxed (ორჯერადად ვაქცინირებული), unvaxxed (არავაქცინირებული) და anti-vaxxer (ვაქცინაციის მოწინააღმდეგე).

„ეს სიტყვა, რომელიც გასულ წელს ჩვენი ტექსტების კორპუსში შედარებით იშვიათი იყო, 2021 წლის სექტემბრისთვის 72-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენებოდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. მისგან უამრავი ფორმა წარმოიქმნა, რომელიც დღეს დიდი რაოდენობით არაფორმალურ კონტექსტში გვხვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ ლათინური სიტყვა Vax ინგლისური ენის ლექსიკონში პირველად 1799 წელს გამოჩნდა, ხოლო მისგან ნაწარმოები სიტყვები საუბარში 1800 წლიდან გამოიყენება.

რაც შეეხება თავად ოქსფორდის ლექსიკონს, ის ახალი სიტყვებით ყოველ წელს ახლდება და დაახლოებით 14.5 მილიარდ სიტყვას შეიცავს.