ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ საშობაო ფილმების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელმაც ეკრანზე გამოჩენის დღიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო. ანალიტიკურმა პლატფორმამ ჩამონათვალი Box Office Mojo-ს მიხედვით შეადგინა, რომელიც მაყურებლებისა და კრიტიკოსების დადებით შეფასებებს, რეიტინგებს, კინოჯილდეობს და რა თქმა უნდა მიღებულ შემოსავლებს ეყრდნობა.
ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, სიის სათავეში "გრინჩია", რომლის ჯამურმა შემოსავალმა 512.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მას მეორე ადგილზე ყველასთვის საყვარელი კომედია „მარტო სახლში 1“ მოჰყვება, ფილმი 1990 წელს წელს გამოვიდა და მისი შემოსავალი 476.7 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მესამე ადგილს კი „მარტო სახლში 2“ იკავებს, ფილმის გაგრძელება ეკრანებზე 1992 წელს გამოჩნდა და არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს ვიდრე პირველი ნაწილი. აღნიშნული ფილმის შემოსავალი 359.0 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.
ათეულში ასევეა ოსკაროსანი რეჟისორის, რობერტ ზემეკისის ცნობილი ანიმაციური ფილმი, „საშობაო სიმღერა“, აგრეთვე „სანტა კლაუსის“ ტრილოგიის პირველი ნაწილი.
8 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საშობაო ფილმის სია ასეთია:
1. გრინჩი (2018) – 512.6 მილიონი აშშ დოლარი
2. მარტო სახლში (1990) – 476.7 მილიონი აშშ დოლარი
3. მარტო სახლში 2 (1992) – 359.0 მილიონი აშშ დოლარი
4. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა (2000) – 345.4 მილიონი აშშ დოლარი
5. საშობაო სიმღერა (2009) – 325.3 მილიონი აშშ დოლარი
6. პოლარული ექსპერსი (2004) – 313.9 მილიონი აშშ დოლარი
7. ელფი (2003) – 223.3 მილიონი აშშ დოლარი
8. სანტა კლაუსი (1994) – 189.8 მილიონი აშშ დოლარი.

























