საჰაერო ტრანსპორტის სარეიტინგო კომპანია Skytrax-მა საუკეთესო ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც წელს გასული წლის პირველადგილოსანი სინგაპურის ავიახაზები (Singapore Airlines) კატარის ავიახაზებმა (Qatar Airways) ჩაანაცვლა.
ეს 2011 წლის შემდეგ მერვე შემთხვევაა, როდესაც Qatar Airway რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე მოხვდა - გასულ წელს ავიაკომპანიამ მეორე ადგილი დაიკავა, რომელსაც წელს სინგაპურის ავიახაზები იკავებს. ასევე ერთი ადგილით დაწინაურდა საამიროების Emirates Aviation და მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ TOP 10 ავიახაზებს შორის აზიური კომპანიების დომინაცია შეიმჩნევა - წამყვან ავიაკომპანიებს შორის არ მოხვედრილა არც ერთი ამერიკული ავიახაზი.
Skytrax-ი საუკეთესო კომპანიათა რეიტინგს მომხმარებელთა გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. 2023-24 წლების რეიტინგიც 100 სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის შეფასებაზე დაყრდნობითაა შედგენილი. საუკეთესო ავიახაზებთან ერთად წამყვანი კომპანიები სხვადასხვა კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. მაგალითად, თუ ზოგადი შეფასებით საუკეთესო ქულა Qatar Airways-მა დაიმსახურა, იგი ასევე აღმოჩნდა “მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის” და “შუა აღმოსავლეთში წამყვანი ავიაკომპანიის” კატეგორიების გამარჯვებულიც. სინგაპურის ავიახაზებმა კი პირველი ადგილი დაიკავეს “მსოფლიოს საუკეთესო ეკიპაჟისა” და “საუკეთესო პირველი კლასის” კატეგორიებში და აზიის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.
ბიუჯეტურ კომპანიებს შორის პირველ ადგილზე მალაიზიური AirAsia აღმოჩნდა, საუკეთესო “ლოუკოსტერი” გრძელ მარშრუტებზე კი ასევე სინგაპურული Scoot აღმოჩნდა.
ჩრდ. ამერიკული კომპანია Delta Air Lines რეიტინგის TOP 20-ის მიღმა დარჩა, თუმცა რეგიონის წამყვან ავიახაზებში პირველი ადგილი დაიკავა. მას მოსდევს Air Canada, United Airlines, Porter Airlines და Air Transat.
TOP 10 საუკეთესო ავიაკომპანია მსოფლიოში:
- Qatar Airways
- Singapore Airlines
- Emirates
- ANA All Nippon Airways
- Cathy Pacific Airways
- Japan Airlines
- Turkish Airlines
- EVA Air
- Air France
- Swiss International Air Lines