მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა?

 ბედნიერი ხალხი

კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ერის სიძლიერის განსაზღვრა ბევრნაირად შეიძლება. ამისთვის ეკონომისტები, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკას, საშუალო ხელფასს, წარმოების ინდექსს და სიმდიდრის განმსაზღვრელ სხვა მეტრიკებს იყენებენ, მაგრამ ხშირად, ერის წარმატებას მისი ბედნიერება განაპირობებს. ბედნიერება ძალიან სუბიექტური ცნებაა, რომლის პირდაპირ გაზომვა ძალიან რთულია, მაგრამ მკლევრებს, მოგეხსენებათ, სირთულეები არ აშინებთ.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰეჯფონდის, Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა, რეი დალიომ, რომელიც ფინანსური ორგანიზაციის მართვის სადავეებს ჩამოშორდა და ბოლო წლებში, ფილოსოფიური წიაღსვლებით არის დაკავებული, “სუპერძალების ინდექსი” განაახლა, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების განვითარების სამომავლო ვექტორები მიმოიხილა.

ამ ინდექსში, რეი დალიომ, ქვეყნები, მათ შორის, ბედნიერების მიხედვით დაალაგა, რისთვისაც ფაქტობრივი მონაცემები, ანუ ცხოვრების ხანგრძლივობა, სოციალური კავშირების სიმყარე, სუიციდის შემთხვევების რაოდენობა და სუბიექტური შეფასებები, ანუ ადამიანების მიერ საკუთარი ცხოვრების შეფასება გამოიყენა.

რეი დალიოს მიერ შესწავლილი ქვეყნები, ბედნიერების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

#1 — გაერთიანებული სამეფო
მოსახლეობა: 69 მილიონი
მშპ / მოსახლეზე = $46,125

#2 — ინდონეზია
მოსახლეობა: 284 მილიონი
მშპ / მოსახლეზე = $5,100

#3 — ნიდერლანდები
მოსახლეობა: 18 მილიონი
მშპ / მოსახლეზე = $63,750

#4 — მექსიკა
მოსახლეობა: 130 მილიონი
მშპ / მოსახლეზე = $11,500

#5 — შვეიცარია
მოსახლეობა: 9 მილიონი
მშპ / მოსახლეზე = $105,000

#6 — ავსტრალია

#7 — კანადა

#8 — ჩინეთი

#9 — ბრაზილია

#10 — აშშ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები