მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები?

rav

ავტომობილებზე მოთხოვნა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, რაც ეკონომიკური პროგრესით და ურბანიზაციის დონის დაჩქარებით არის განპირობებული.

დროსთან ერთად, იცვლება მომხმარებლის მოთხოვნა - თუკი ადრე მოქალაქეები უპირატესობას მცირე და საშუალო ზომის სედანებს ანიჭებდნენ, ახლა უკვე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების კატეგორიაში საშუალო და დიდი ზომის SUV-ების დომინაციას ვხედავთ.

მართალია, რეგიონების მიხედვით ვითარება განსხვავებულია და აშშ-ში უფრო დიდი ზომის პიკაპები უყვართ, ვიდრე ევროპაში, თუმცა გლობალური გაყიდვების დინამიკა 2026 წლის პირველ კვარტალში ასეთია:

  1. Toyota Corolla
  2. Tesla Model Y
  3. Ford F-Series
  4. Honda CR-V
  5. Chevrolet Silverado
  6. Toyota Camry
  7. Volkswagen Tiguan
  8. Hyundai Tucson
  9. Toyota RAV4
  10. Kia Sportage

აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატისტიკა, ძირითადად, აშშ-ს, ევროპას, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთს მოიცავს, რადგან ჩინეთი ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების ზუსტ სტატისტიკას მხოლოდ წლის ბოლოს ასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები