მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელია საქართველოს მოსახელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები?

5c4eb38cf04ea
თამუნა დემეტრაშვილი
28.01.19 11:44
846

საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის უპირველესი - სამუშაო ადგილებია. ასეთი შედეგი აჩვენა NDI-ის კვლევამ, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.

შეკითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რესპონდენტებს 3 პასუხი უნდა აერჩიათ. რესპონდენტების ნახევარზე მეტმა - 51%-მა, სწორედ სამუშაო ადგილები დაასახელა.

მეორე პოზიციაზე სიღარიბეა. ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად ის რესპოდენტების 38%-მა დაასახელა. ასევე, TOP ექვსეულში ინფლაცია (37%), ტერიტორიული მთლიანობა (27%), პენსიები (25%) და ხელფასები (18%) შედის.

ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის რესპონდენტებმა მედიის თავისუფლებას, ციხეების მდგომარეობასა და უმცირესობათა უფლებებს მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების TOP ექვსეული არ შეცვლილა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები