მსოფლიოში 2 ყველაზე მზარდი ეკონომიკა Bloomberg-ის მიხედვით, სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტ ზიანს აყენებს ჰაერის დაბინძურებით დედამიწას. ახალი მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი სწორედ ინდოეთშია. სიაში 2 უდიდესი ქვეყნის ისეთი ქალაქები შედიან, როგორიცაა დელი, ბაოდინი, სუჟოუ, ტიანძინი, შანხაი, პეკინი, კოლკატა და სხვა. დაბინძურება ძირითადად ინდოეთის დასავლეთ და ჩინეთის აღმოსავლეთ მხარეზე მოდის. გამოცემა წერს, რომ ამის გამო ინდოეთში საგრძნობლადაა მომატებული სიმსივნით დაავადებული ადამიანების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელის ინდოეთის ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა, მისი მშპ კი 2.59 ტრილიონ დოლარს შეადგენს.