მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი დიდ ბრიტანეთში?

6155c50029984
ნათია თაქთაქიშვილი
30.09.21 20:00
603
ანალიტიკურმა პლატფორმა Statista-მ დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა. პლატფორმამ ჩამონათვალი Top 75 Most Valuable UK Brands 2021 ანგარიშზე დაყრდნობით შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი Vodafone-ია, რომლის საბაზრო ღირებულებამ 30.91 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც BrandZ-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი Amazon-ია, რომლის ღირებულებაც 684 მილიარდ აშშ დოლარია.

Statista-ს ცნობით, Vodafone-ის საბაზრო ღირებულებამ 2020 წელთან შედარებით 34%-ით მოიმატა.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ჩამონათვალში ასევე შედის: HSBC, Shell და TESCO.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების TOP-8:

1. Vodafone – 30.91 მილიარდი აშშ დოლარი
2. HSBC – 15.64 მილიარდი აშშ დოლარი
3. Shell – 15.43 მილიარდი აშშ დოლარი
4. TESCO – 11.30 მილიარდი აშშ დოლარი
5. Lipton – 10.66 მილირდი აშშ დოლარი
6. Sky - 10.61 მილიარდი აშშ დოლარი
7. Bp – 10.48 მილიარდი აშშ დოლარი
8. BT Group – 10.47 მილიარდი აშშ დოლარი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები