GRIDSERVE-მა Google Keyword Planner-ის გამოყენებით, 317 ელექტრომობილისთვის 200-ზე მეტ ქვეყანაში ონლაინ ძიების მაჩვენებლები გამოიკვლია.
როგორც კვლევით დადგინდა, 2022 წელს "გუგლში" ყველაზე პოპულარული ელექტრო მანქანა, Lexus-ის პირველი სრულად ელექტრო მანქანა, Lexus RZ იყო, რომელიც ყველზე მოთხოვნად მოდელად 47 ქვეყანაში დასახელდა.
მეორე პოზიცია Tesla Model 3-მა დაიკავა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 35 ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუგლის საძიებო სისტემაში კი აღნიშნული მოდელი გასულ წელს 20 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მოძებნა. Tesla Model 3 განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, სადაც გასულ წელს მოდელთან დაკავშირებით ონლაინ ძიების რიცხვმა თითქმის 7 მილიონს მიაღწია. ტესლას ეს მოდელი არანაკლებ პოპულარულია გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც ძიების რიცხვმა 1 მილიონ 900 ათასს გადააჭარბა, ხოლო ბრიტანეთში Tesla Model 3-ის პოპულარობა გუგლში ძიების 1 მილიონ 358 ათასი რეზულტატით განისაზღვრა.
მესამე ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი კი არის Kia EV6. გასული წლის მონაცემებით, აღნიშნულ მოდელი გუგლში 15 მილიონ 800 ათასმა ადამიანმა მოძებნა. განსაკუთრებული პოპულარობით კი, როგორც ჩანს მოდელი კანადასა და ნიდერლანდებში სარგებლობს, სადაც ძიების რიცხვი შესაბამისად 916 500-ითა და 764 000-ით განისაზღვრა.
პოპულარული გლობალური ბრენდების გარდა, GRIDSERVE-ის მონაცემთა ბაზა ასევე მოიცავს რეგიონულ ავტომწარმოებლებსაც. მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი ელექტრო მანქანა ხორვატიული მწარმოებელი Rimac Automobili-ის Nevera იყო. ინდოეთში კი, ადგილობრივი წარმოების მოდელი Tata Nexon დომინირებდა.
რაც შეეხება ვიეტნამურ ბრენდ VinFast-ის ელექტრო მანქანებს, ის ქვეყნის მეზობელ კამბოჯასა და მსოფლიოს სხვა 12 ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია, თავად ვიეტნამისგან განსხვავებით, სადაც ყველაზე მოთხოვნადი მოდელი Lexus RZ-ია.
ხოლო ჩინეთში, სადაც Google არ არის ყველაზე ხშირად გამოყენებული საძიებო სისტემა, შედეგებით უპირატესობა Tesla Model 3-ს მიენიჭა. გარდა ამისა, გასულ წელს ჩინეთში Tesla-ს გაყიდვებმა აშკარად გადააჭარბა BYD-ს გაყიდვებს.რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. 41 შტატში უპირობოდ ყველაზე პოპულარული ელექტრომანქანა აქაც Tesla Model 3-ია.
სამ შტატში - ორეგანოში, მეინსა და ვერმონტში პოპულარობით Hyundai IONIQ 5 სარგებლობს. ამ უკანასკნელთან თანაბარ კონკურენციაშია Kia EV6, რომელიც ასევე სამ შტატში, კოლორადოში, იუტასა და ვაშინგტონში არის მოთხოვნადი.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს. თურქეთში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი Porsche Taycan-ia. აზერბაიჯანში - Lexus RZ, სომხეთში Volkswagen ID.4, ხოლო საქართველოში VinFast VF 9. ეს უკანასკნელი გუგლში გასულ წელს 21 500-მა ადამიანმა მოძებნა