მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე პოპულარული ფასიანი ახალი ამბების ვებ-გვერდი?

609a7db79fe44
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.21 23:00
486
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ფასიანი ახალი ამბების ვებ-გვერდების ჩამონათვალს ასახელებს რომელიც ყველაზე მეტი პოპულრულობით სარგებლობს. როგორც ანალიტიკური პლატფორმა აღნიშნავს, ყველაზე მეტი ფასიანი გამომწერი New York Times-ის ახალი ამბების ვებ-გვერდს ჰყავს. გამოწერების რაოდენობა 7.5 მილიონს უტოლდება.

Statista-ს ინფორმაციით, New York Times-ის ციფრული ვერსიის გამოწერების რაოდენობა ყველაზე მეტად 2016 წლის ნოებერში გაიზარდა, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, თუმცა გასული წელიც არანაკლებ შემოსავლიანი აღმოჩნდა მედია მაგნატისთვის.

ანალიტიკური პლატფორმის მიხედვით, New York Times-ის შემდეგ ყველაზე მეტი პოპულარულობით The Washington Post-ი და The Wall Street Journal-ი სარგებლობენ, შესაბამისად მათ 3 მილიონი და 2.4 მილინი ფასიანი გამომწერი ჰყავთ.

TOP-15 ყველაზე პოპულარული ფასიანი ახალი ამბების ვებ-გვერდი შემდეგია:

1. New York Times – 7,5 მილიონი გამომწერი
2. Washington Post – 3 მილიონი გამომწერი
3. Wall Streel Journal – 2,4 მილიონი გამომწერი
4. Game Informer – 2.1 მილიონი გამომწერი
5. Financial Times – 1.1 მილიონი გამომწერი
6. The Athletic – 1
7. The Guardian – 0.79 მილიონი გამომწერი
8. Nikkei – 0.77 მილიონი გამომწერი
9. The Economist – 0.52 მილიონი გამომწერი
10. Caixin – 0.51 მილიონი გამომწერი
11. Bild – 0.49 მილიონი გამომწერი
12. The Sunday Times – 0.34 მილიონი გამომწერი
13. The Telegraph – 0.32 მილიონი გამომწერი
14. Le Monde – 0.30 მილიონი გამომწერი
15. Corriere della Sera – 0.30 მილიონი გამომწერი

აღსანიშნავია, რომ ფასიანი ახალი ამბების ვებ-გვერდების მოხმარება ყველაზე მაღალი ნორვეგიასა (45%) და აშშ-შია (20%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები