მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე სწრაფად მზარდი და შემცირებადი ინდუსტრიები?

ოფისები

უწყვეტი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, მუდმივად იცვლება სამუშაო ძალის და ინდუსტრიების დინამიკა. წლების განმავლობაში არაერთი ძველი პროფესია გამქრალა და საპირწონედ ახალიც დაბადებულა.

ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად მზარდი და შემცირებადი ინდუსტრიების რეიტინგს. მოცემული სტატისტიკა ეყრდნობა ბოლო 3 წლის მონაცემებს და ანალიტიკური ორგანიზაციების სამომავლო პროგნოზებს.

ექსპერტების შეფასებით, ყველაზე მაღალი ზრდის დინამიკა მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით ფიქსირდება, რასაც ურბანიზაციის დაჩქარებული ტემპი და კერძო სექტორის ზრდა განაპირობებს.

ყველაზე სწრაფად შემცირებადი ინდუსტრიების რეიტინგში პირველ ადგილს კი თამბაქოს წარმოება იკავებს, რომელიც პროგნოზირებულია, რომ 2021 წლამდე 53%-ით შემცირდება.

ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიები
(2021-2031)

1. მენეჯმენტი და მარკეტინგი +39%
2. გასართობი პარკები +38%
3. სასცენო ხელოვნება +35%
4. საოჯახო სერვისები +31%
5. IT სერვისები +30%

ყველაზე სწრაფად შემცირებადი ინდუსტრიები:
(2021-2031)

1. თამბაქოს წარმოება -53%
2. CD დისკების წარმოება -51%
3. ტყავის წარმოება -36%
4. ბეჭდვა -26%
5. ქვანახშირის მოპოვება -26%

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები