სარესტორნო ბიზნესი გაჩერებულია - ამის შესახებ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა „საქმიან დილასთან“ ისაუბრეს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წლის ყველაზე აქტიურ თვეს ბიზნესი სრულად გაჩერებულია, გაუქმებულია ყველა წინასაახალწლო ღონისძიება და დაპაუზებულია ყველა დაწყებული პროექტი.
„არ დარჩა არცერთი სფერო, საზოგადოების არცერთი ნაწილი, რომელსაც აზრი არ გამოეთქვა ევროპაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რეალ მადრიდის და ბარსელონას ფანებიც კი გაერთიანდნენ, წარმოუდგენელი და შეუსაბამოა სხვა რელსებზე სიარული. 33 წელია ჩაინერგა ჩვენში ეს მიზანი, ამ შესაძლებლობისთვის უნდა ვიმოქმედოთ. როცა საშემოდგომო გამოგყვება სკოლაში, ატესტატს ვერ აიღებ და ამბობ, რომ უმაღლესში ისე ჩამაბარებინეთო, ამას ვერ მიიღებ, ამას სჭირდება სწორი ნაბიჯები, თვალის ახვევა სხვადასხვა რიტორიკით წარმოუდგენელია.
ბიზნესის ვერცერთი სფერო ვერ იქნება დაცული ამ ვითარებაში, ვერცერთი ბიზნესი ვერ გადარჩება თუმცა ცხადია, რომ პირველი წნეხი ტურისტულ და სამშენებლო ბიზნესზე მოდის და შემდეგ მოჰყვება ყველა სხვა.
„რომელიმე საახალწლო წვეულებაზე თუ ხართ დაპატიჟებული? რა თქმა უნდა არა, შესაბამისად ეს მოქმედებს ბიზნესზე. ეს მარტივი მაგალითიც კი მიგახვედრებთ რომ ამ დროს არაფერი ხდება“, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.
სიმბოლურად თბილისის კულინარიული ცენტრიდან - დეზერტირების ბაზრიდან დღეს სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების აქცია გამართა.
ინდუსტრიის მოთხოვნა, მსგავსად სხვა ალაპარაკებული ბიზნესისა, ხელახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.