მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელმა ბანკებმა მიიღეს ყველაზე მეტი მოგება 2019 წლის პირველ ნახევარში - რეიტინგი

5d4ad72ea9518
შოთა ტყეშელაშვილი
07.08.19 17:55
1495
საქართველოს ყველა კომერციულმა ბანკმა 2019 წლის მეორე კვარტალის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინა. ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან 7-ის მოგება შემცირებულია.

ჯამურად, საფინანსო სექტორის მოგებამ წლის პირველ ნახევარში 367,667,227 ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 41,426,672 ლარით, ანუ 10%-ით ნაკლებია.

აბსოლუტურ რიცხვებში მოგებით პირველ ადგილზე "თიბისი ბანკი" იმყოფება, რომელმაც 153,053,028 ლარის მოგება გამოიმუშავა. 148,352,606 ლარით მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკია". ყველაზე მომგებიანი ბანკების რეიტინგში 12,882,956 ლარით მესამე პოზიციაზე კი,  "ტერაბანკია".



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები