მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ქვეყნებმა გაიღეს ყველაზე მეტი თანხა COVAX-ის პლატფორმისთვის?

6092a7b9570ab
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.21 21:05
839
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა გაიღეს COVAX-პლატფორმისთვის, რათა უფრო მეტ ღარიბ ქვეყნას ჰქონოდა დროული წვდომა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

Statista-ს მიხედვით, COVAX-პლატფორმისთვის ყველაზე მეტი თანხა აშშ-მა გაიღო. 16 აპრილის მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაციას პლატფორმისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი, მას მოყვება გერმანია და დიდი ბრიტანეთი, 971 მილიონი და 735 მილიონი აშშ დოლარით.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა გამოყვეს COVAX პლატფორმისთვის, შემდეგია:

1. აშშ - 2,5 მილიარდი აშშ დოლარი
2. გერმანია - 971 მილიონი აშშ დოლარი
3. დიდი ბრიტანეთი - 735 მილიონი აშშ დოლარი
4. ევროკავშირი - 477 მილიონი აშშ დოლარი
5. შვედეთი - 281 მილიონი აშშ დოლარი
6. იაპონია - 200 მილიონი აშშ დოლარი
7. საუდის არაბეთი - 153 მილიონი აშშ დოლარი

Covax-ის პლატფორმა 2020 წლის აპრილში შეიქმნა და დღეს 190 ქვეყანას აერთიანებს. ვაქცინის გადანაწილება დაბალი შემოსავლის ქვეყნებში 24 თებერვალს დაიწყო. განა იყო პირველი ქვეყანა, სადაც Astrazeneca/Oxford-ის ვაქცინის 600 000 დოზა გაიგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები