მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კვლავ სტაბილურია

ფრანცისკე

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპის ჯანმრთელობა კვლავ სტაბილურია და გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. პრესსამსახურის ცნობით, ინფორმაცია რომის პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს გვიან ღამე განახლდება.

"პაპ ფრანცისკეს მთელი ღამე მშვიდად ეძინა", - განაცხადა პრესსამსახურმა. მათივე თქმით, გაღვიძების შემდეგ საკვები მიირთვა და პროტოკოლით დადგენილი სამკურნალო კურსის შესრულებასც შეუდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაპი არ საჭიროებს მართვით სუნთქვის აპარატს და არც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, შესაბამისად პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

რომის პაპი, 88 წლის ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით.

2013 წლის შემდეგ, როდესაც ფრანცისკე რომის პაპად აკურთხეს, ეს მისთვის საავადმყოფოში რიგით მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტია. პაპ ფრანცისკეს ახალგაზრდა ასაკში ჩაუტარდა ფილტვების ოპერაციაც.

მომდევნო კვირის განმავლობაში პაპის მონაწილეობით ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილს კი მის ნაცვლად კარდინალი გაუძღვება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები