მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - რა დეტალებს ავრცელებს ვატიკანი?

ლეო XIV

რომის პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა. ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესსამსახურის მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია.

მათივე ცნობით, 71 წლის პონტიფიქსი რომის ჯემელის კლინიკაში იმყოფება, სადაც მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოჰკვეთეს.

ოპერაციისას ჩატარებულმა ქსოვილის ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ ფილტვის ადენოკარცინომის დიაგნოზი დაადასტურა. ექიმებს სიმსივნის არსებობაზე ეჭვი ჯერ კიდევ ოპერაციამდელი გამოკვლევების საფუძველზე ჰქონდათ.

პაპი საოპერაციო ოთახში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, უშუალოდ ქირურგიულმა ჩარევამ კი 90 წუთს გასტანა. ექიმების განცხადებით, ოპერაციამ ყოველგვარი გართულებების გარეშე, წარმატებით ჩაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები