რომის პაპი ფრანცისკე დღეს, 21 აპრილს, დილით გარდაიცვალა.
ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გაცნობოთ ჩვენ წმინდა მამა ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა ვატიკანის ტელეარხზე.
პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ის რომის პაპი 2013 წლიდან იყო.




























