14 თებერვლის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე რესპირატორული ინფექციის გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი. გაუქმებულია პაპის ყველა საჯარო შეხვედრა და ღონისძიება მისი მონაწილეობით - ამის შესახებ ვატიკანი იტყობინება.
ვატიკანის ინფორმაციით, პაპი რამდენიმე ათეული წლის წინ მარჯვენა ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ხშირად ებრძვის პნევმონიას და ბრონქიტს. პაპის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და საავადმყოფოში იგი "კომპლექსურ კლინიკურ მდგომარეობას" მკურნალობს, რაც პოლიმიკრობულმა ინფექციამ გამოიწვია: ინფექცია, რომელიც ერთდროულად ორი ან ორზე მეტი მიკროორგანიზმით არის გამოწვეული.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება პაპი საავადმყოფოში, თუმცა ცნობილია, რომ მსგავსი დიაგნოზის ანტიბიოტიკებით მკურნალობა 2-დან 14 დღემდე გრძელდება.