მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომის პაპმა ფრანცისკემ მესა საავადმყოფოს კერძო სამლოცველოში აღავლინა

რომის პაპი

ვატიკანმა რომის პაპის, ფრანცისკეს პირველი ფოტო გაავრცელა საავადმყოფოდან, სადაც ჩანს, რომ პაპი დამოუკიდებლად, ჟანგბადის აპარატის გარეშე სუნთქავს. პაპი ფრანცისკე ფოტოში ზურგით ზის საავადმყოფოს სამლოცველოში, საკურთხევლის პირისპირ.

უკვე რამდენიმე დღეა ჟურნალისტები და ზოგადად საზოგადოება რომის პაპის ფოტოს ითხოვს, რადგან ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ის ფართო საზოგადოებას აღარ უნახავს.

პრესსამსახურის ცნობით, მკურნალობის ფონზე, რომის პაპის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, თუმცა ის მნახველებს ჯერ კიდევ ვერ იღებს და მოღვაწეობას საავადმყოფოს კერძო სამლოცველოში აგრძელებს, რომელიც თვეზე მეტია უკვე მისი რეზიდენციაა.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი, 88 წლის ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით.

2013 წლის შემდეგ, როდესაც ფრანცისკე რომის პაპად აკურთხეს, ეს მისთვის საავადმყოფოში რიგით მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტია. პაპ ფრანცისკეს ახალგაზრდა ასაკში ჩაუტარდა ფილტვების ოპერაციაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები