მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რომპეტროლ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს

6086c9ba7756c
BM.GE
26.04.21 18:07
1266
„რომპეტროლ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს. გიორგი აიოზბამ გენერალური დირექტორის პოსტზე ზამანბეკ მირზაიანოვი ჩაანაცვლა. კომპანიაში ცვლილება მენეჯმენტის გეგმიურ როტაციას უკავშირდება.

გიორგი აიოზბას ნავთობისა და გაზის ბიზნესში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „რომპეტროლ საქართველოს“ გუნდს ის 2020 წელს შეუერთდა და აღნიშნული პოსტის დაკავებამდე „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

„ახალი პოზიცია ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ესაა დიდი პასუხისმგებლობა როგორც სახელმწოფოს, ისე თითოეული მომხმარებლის წინაშე. ბიზნესის განვითარების კუთხით საქართველო ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა. მოგეხსენებათ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ვფიქრობ კრიზისული სიტუაციები საშუალებას იძლევა ყველა პროცესს განსხვავებული კუთხით შეხედო, რაც ზრდის ეფექტურობას და გაჩვენებს ახალ შესაძლებლობებს. ბუნებით რეფორმატორი ვარ და მიყვარს როდესაც ჩემი ძალისხმევა შედეგს იძლევა. გვექნება სიახლეები, თუმცა უმთავრესი კურსი - მომხმარებელს კვლავ შევთავაზოთ ევროპული ხარისხის უმაღლესი სტანდარტის საწვავი, უცვლელი რჩება.“- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი გიორგი აიოზბა.

ახალი გენერალური დირექტორის სამომავლო გეგმებში რეგიონალური მასშტაბით ქსელის გაფართოება და ავტოგასამართი სადგურების ახალი მიმართულებებით განვითარება მოიაზრება. ახალი სტრატეგიით, კომპანია მომხმარებელს დამატებით სერვისებს შესთავაზებს, რაც უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას. ბორჯომის ახალი სადგური არის ის ფლაგმანი, სადაც სადგურის ტერიტორიაზე სულ მალე სუპერმარკეტი და კვების ობიექტი გაიხსნება.

„რომპეტროლ საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-16 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.



(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები