მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს

6225e56eb8e2f
ინგა მურუსიძე
07.03.22 14:43
78763
კომპანია „რომპეტროლში“ აცხადებენ, რომ მათ სერვერზე რუმინეთში, კიბერ თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, „რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გაავრცელა.

„ძვირფასო მომხმარებელო, გაცნობებთ, რომ გუშინ 21:00 საათიდან განხორციელდა კიბერ თავდასხმა ჩვენი კომპანიის სერვერზე, რუმინეთში. აღნიშნულის შედეგად გათიშულია "რომპეტროლ საქართველოს" სხვადასხვა სერვისები.

მათ შორის, ნაწილობრივი შეფერხებით ხდება საწვავის გაყიდვა/მიწოდება ავტოგასამართ სადგურებზე, საცალო და კორპორატიული პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა Fill&Go და Rompetrol Card-ით სარგებლობა. აქტიურად მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა და უახლოეს პერიოდში ველოდებით სერვისების ფუნქციონირების აღდგენას.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და იმედს ვიტოვებთ გაგებით მოეკიდებით აღიშნულ ვითარებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები